10:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 16:07:02, 662 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე სოფლების - წიფერჩისა და ჩხუტელის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობამ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ესწრებოდა, დასვა საკითხები სოფლის მიმდებარე ტყეებიდან ტყე-კაფების გამოყოფაზე, ტყე-პარკების ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დაგებაზე, მდინარეების კალაპოტებიდან საამშენებლო-ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჯარიმო სანქციების გავრცელებაზე.

გოჩა ენუქიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოფელი ხელედის მოსახლეობასაც შეხვდნენ. ამ შეხვედრაზეც ანალაგიური საკითხები დაისვა.

„ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ყველა მიმდინარე და გადასაჭრელი საკითხის მოგვარებაზე. ვითანამშრომლებთ მინისტრებთან და იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც შეძლებენ დახმარებას ამ საქმეში“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics