|
2016-09-27 13:49:44, 600 ნახვა
პოლიტიკა
მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს
ბათუმის 70-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ და ამავე ოლქის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ მორიგი შეხვედრა ტაბიძის 23-25 ქუჩის ამომრჩევლებთან გამართეს. ისინი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ და არჩვნებში აქტიურობისაკენ მოუწოდეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. „ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი : დემოკრატიული განვითარება, ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება; დასრულდება სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. - გაფართოვდება არასაპატიმრო სასჯელის წრე, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებები განუხრელად იქნება დაცული, სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება კი მყისიერი იქნება, შეიქმნება სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სრულყოფილი და ეფექტიანი მექანიზმი, გაძლიერდება და დაიხვეწება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. საგარეო ურთიერთობების მხრივ- გაღრმავდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - საქართველო ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით იქცევა ევროპულ ქვეყნად, გაგრძელდება პრაგმატული თანმიმდევრული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გაძლიერდება მუშაობა საქართველოს საბოლოო დეოკუპაციისთვის. განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა . 8 ოქტომბერს თქვენთან ერთად დაიწყება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვა, რათა თითეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“, - განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.
(NS)
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)