06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 16:22:48, 662 ნახვა

საზოგადოება
20/30“-ის ხელმძღვანელი თსუ-ს სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი  გიორგი მამულაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მამულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

„პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. რა თქმა უნდა, სტუდენტებს, ისევე როგორც თითოეულ მოქალაქეს, აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს ნორმალურია. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომა. შეხვედრები და დიალოგი, რათა არ წარმოიქმნას გაუგებრობა. არ შეიძლება აჩქარება და გადაწყვეტილებების ემოციურ ფონზე მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარე ძალების უხეში ჩარევა. ვიზიარებ სტუდენტების კითხვებს, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ  უნივერსიტეტის სტუდენტებს თავშეკავებულობისაკენ, რათა ყოველივე ეს არ გადაიზარდოს უმართავ პროცესში. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ერთი ორგანიზმია და აქ არ არსებობენ მხარეები. ვფიქრობ, ყველამ უნდა იმოქმედოს უნივერსიტეტის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში  ყველა საკითხი უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყდება. ყურადღებით მივადევნებ თვალს პროცესებს’,-აღნიშნავს გიორგი მამულაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics