|
2016-09-24 22:08:23, 971 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა
პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში ადგილობრივ ბიზნსემენებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ბიზნესმენების ინიციატივით გაიმართა, ესპანელი ეკონომისტი ხოსე გომეზ რუიზი ესწრებოდა. როგორც ბიზნესმენებმა განაცხადეს, შეხვედრის მიზანი იყო ცოტნე ზურაბიანს მათთვის წყალტუბოს საინვესტიციო გარემო გაეცნო. ასევე, კანდიდატს ბიზნესმენებისთვის პირადად მიეწოდებინა ინფორმაცია წყალტუბოს განვითარების კონცეფციის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭირავს. "შეხვედრაზე ძალიან საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა ბიზნესმენების მხრიდან. შეხვედრაზე მათ გავაცანი ის ბიზნეს გარემო, ინიციატივები და პროგრამები, რომელიც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების კუთხით. ჩვენი მიზანია ბიზნესმენებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმისთვის, რომ საქმიანობა მათი იყოს უფრო ხელმისაწვდომი, დასაქმებაზე ორიენტირებული და რაც ყველზე მთავარია ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე სწორედ ამ ადამიანების საქმინობასა და აქტიურობაზე არის დამოკიდებული",- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა. ესპანელი ეკონომისტის თქმით, წყალტუბოს გააჩნია დიდი პოტენციალი და დიდი ინტერესით ეცნობა მას. "ჩამოვედი შეხვედრაზე, რადგან დაინტერესებული ვარ ამ ქალაქის საინვესტიციო პოტენციალით. დაინტერესებული ვარ ძირითადად სასტუმროებით და რურალური ტურიზმით. ვთვლით, რომ პოტენციალი ამ ქალაქის არის ძალიან დიდი. ძალიან მომეწონა ქალაქი და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩამოვალ კონკრეტული წინადადებით", - განაცხადა ესპანელმა ეკონომისტმა ხოსე გომეზ რუიზმა. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც პირდაპირ ბიზნესს უკავშირდება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)