03:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 19:22:18, 777 ნახვა

საზოგადოება
ვალერი შოშიაშვილმა ხელისუფლებას „რთველი 2016“-ის სწორად წარმართვისკენ მოუწოდა

„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა. 

შოშიაშვილმა ხელისუფლებას, „რთველი 2016-ის“ სწორად წარმართვისკენ მოუწოდა.

„კახეთის რეგიონში „რთველი 2016“ ხარვეზებით მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ქარხანასთან კილომეტრიანი რიგები დგას, ასევე ხელოვნურად ხდება ყურძნის წონის შემცირება. წონის შემცირების საფასური სახელმწიფოს სუბსიდიის სახით უბრუნდება. გლეხები უკიდურესად აღშფოთებულები არიან. მე პირადად არაერთ ფაქტს შევესწარი და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე აღნიშნული პრობლემის შესახებ. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გაამკაცროს ადგილობრივ ქარხნებზე წონის კონტროლი, რომ არ მოხდეს გლეხის მოტყუება“, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე განცხადებით, უამრავი ფაქტია დაფიქსირებული გურჯაანში არსებულ ღვინის ქარხნებში, სადაც გლეხებს ყურძნის მიმღები პუნქტები წონაში ატყუებენ.

დეპუტატობის კანდიდატმა იმედი დაიტოვა, რომ "რთველი 2016" მშვიდობიანად და გლეხებისათვის სასარგებლოდ ჩაივლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics