00:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 14:25:37, 802 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმის არჩევნების ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას, პრეზიდენტი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 144 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით დარეგისტრირდა.

„ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყურადღებოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გაიხსნა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics