02:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 16:07:45, 795 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" მონაწილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის -  "შენი ხმა ჩვენი მომავალია"  მონაწილე 500-მდე ახალგაზრდასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე ამაყი ვარ, რომ ამ ერთი თვის განმავლიბაში თქვენთან ერთად დავდიოდი და ვემსახურებოდი არა რომელიმე პარტიის ინტერესს,  არამედ მთავარს -  თითოეული მოქალაქის აქტიურობა იყოს სამშობლოს სამსახურისთვის. გხედავთ მომავალ ექიმებს, იურისტებს, მინისტრებს, დიპლომატებს, მაგრამ მთავარია, რომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქალაქეები, რომელთაც გააზრებული აქვთ,  რომ მოქალაქეების  როლი არის უმთავრესი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივით და სარეზერვო ფონდის დახმარებით, პროექტი აგვისტოში დაიწყო და მიზნად ისახავდა ამომრჩევლის გააქტიურებას და არჩევნებში მონაწილეობის მიმართ მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში საქართველის 8 ქალაქში 9 ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა მოეწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics