20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:51:03, 624 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სერგიეთის, ინჩხურის, გაჭედილისა და ბალდის მოსახლეობას შეხვდა. 

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ თანაბრად პრიორიტეტული იქნება ყველა სფერო, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა გაზიფიცირებას, წყლის არხების გაყვანას, გზების კეთილმოწყობას, ასევე, ჩაის კულტურას, რომელსაც სამეგრელოში წლების წინ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა. ოთარ დანელიამ სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველი ეტაპი შენობა-ნაგებობის გადახურვას ითვალისწინებდა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 186 000 ლარით დააფინანსა. სამუშაოები ამჟამად დასრულებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი პროექტი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა სრულად დააფინანსა. 2016 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო სკოლის შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულია 804 000 ლარიანი ტენდერი, რომელიც 2016 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება. 2017 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს, ააშენოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ასევე აქტიურად განიხილება,რომ ამ ბაზამ რეგიონული ცენტრის ფუნქცია იტვირთოს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics