|
2016-09-16 12:31:33, 691 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძის განცხადებით, ივანიშვილს პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა „რესპუბლიკელებმა“ შესთავაზეს
უსუფაშვილი მზად იყო, პრემიერობის ტვირთი აეღო, თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში ფორმალურად მაინც დაბრუნდებოდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტანგ ხმალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. „მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დეტალებზე საუბარი ნამდვილად არ მინდა. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, უსუფაშვილმა ორი რამ თქვა - პირველი, რომ ის მზად იყო პრემიერობის ტვირთი აეღო თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში ფორმალურად მაინც დაბრუნდებოდა. თუმცა, ყოფილი პრემიერი ამაზე უარს კატეგორიულ ამბობდა. ჩვენი აზრით, ივანიშვილი პოლიტსაბჭოში მაინც უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ კოალიციაში „რესპუბლიკელები“ მცირე დოზით ვიყავით წარმოდგენილები და გადაწყვეტილების მისაღებად ფართო მხარდაჭერა იყო საჭირო. კულუარებიდან ივანიშვილის მოქმედება არასწორი იქნებოდა, გარდა ამისა, მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემები შეგვექმნებოდა. გადაწყვეტილების მიღების დროს კონსესუსია საჭირო. ჩვენ კოალიციაში ვიყავით და ივანიშვილის გარეშე ამ კონსენსუსის მიღწევა ძალიან გაჭირდებოდა. ივანიშვილის უარის შემდეგ, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში უსუფაშვილის პრემიერობა აზრს კარგავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციაში არასტაბილური ურთიერთობები იქნებოდა, რაც ქვეყნის განვითრებისთვის სახიფათოა“, - აღნიშნა ხმალაძემ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს „რესპუბლიკელებმა“ შესთავაზეს. „იყო მეორე ვარიანტიც - „ოცნების“ გუნდიდან ისეთი პრემიერი არჩეულიყო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება გვექნებოდა. ასეთ კანდიდატად, ჩვენ ივანიშვილს კვირიკაშვილი შევთავაზეთ. მართალია, გიორგი კვირიკაშვილი აქტიურ პარტიულ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ მას ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალი ნდობა გააჩნდა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)