23:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:31:20, 645 ნახვა

საზოგადოება
14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასშიში პროცესი გაანეიტრალა

14-15 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა. 
ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.

14 სექტემბრის 18:00 საათიდან საგარეჯოს გურჯაანის და ახმეტის რაიონებში დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა. 19:20 საათიდან ღრუბლები ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონების თავზეც გავრცელდა.  20:11 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ. 

22:00 საათისთვის ღრუბლის მასების გავრცელება ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზეც აღინიშნა.

15 სექტემბრის 01:04 საათიდან ღრუბლის მასებმა ხელმეორე შემოსვლა დაიწყო ყვარელის, თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში.

სეტყვასაშიში ღრუბლების ეტაპობრივი გავრცელება რეგიონში 15 სეტემბრის 03:00 საათამდე გრძელდებოდა. 

14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.  
დამუშავების შედეგად ღრუბლის მასები ზემოთაღნიშნული რაიონების თავზე მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics