17:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:23:30, 648 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს სურვილი კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.  

სოზარ სუბარის შეფასებით, დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

მისივე თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, რათა მინიმალური ძალადობაც კი გამოირიცხოს.

„ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს და იგივე გრძელდებოდა 2008 წლის არჩევნებში. ხოლო 2012 წელს თქვენ გახსოვთ რაც ხდებოდა, მაგალითად ხაშურსა და სხვა რაიონებში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ, თუმცა საზოგადოება დღეს ბევრად კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, მათ გეგმებს ასრულება არ უწერია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics