17:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:04:37, 753 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: კარგი იქნება, უსუფაშვილი ელისაშვილს არ დაემსგავსოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ  დავით უსუფაშვილი ალეკო ელისაშვილს არ დაემსგავსება.

ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრობისას, მისი მისამართით ალეკო ელისაშვილისა და დავით უსუფაშვილის განცხადებები გაიხსენა:

"ერთს ვიტყვი, უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს.ელისაშვილის განცხადებაზე არ შემეკითხეთ, მაგრამ მე წავიკითხე, რომ ივანიშვილი თურმე მთელ სახელწმიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ გავანდგურო ელისაშვილი.ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურ პიროვნულად, ამდენი სიცრუით. ახლა ყურადღების მიღმა რომ დარჩა, შემოაგდო ახალი ინტრიგა. არვიცი ვინ მითხრა, რა მითხრაო, მაგრამ ასეაო. ზღაპრებს ყვება.ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილიც, პრემიერობაზეც უარი თქვა. ელისაშვლს ნუ გაუტოლდებიან, ის არ იყო ცუდი ჟურნალისტი, მან ამდენი ტყუილით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ელისაშვილიც და საქართველოს ყველა მოსახლეც. ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics