07:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 14:16:26, 472 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დგანან

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან "თავისუფალი ზონის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.  როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდნტი ადგილიდან იუწყება, აქტივისტები შენობის სამივე შესასვლელთან დგანან. ისინი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომასა და დანაპირების შესრულებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა კორუმპირებულია და ხალხს ყოველდღიურად ატყუებს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
შეკრებილებს დროშები და პლაკატები აქვთ  გამოტანილი წარწერებით:"ბიძინა წადი", "ხადურ წადი", "NO  ლარი ხადური", " გადადგეს მთავრობა"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics