17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:09:32, 572 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძემ ამომრჩველს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ესაუბრა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე აღმაშენებლისა და ადლიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.  

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყოველთვის იყო და კვლავ აგრძელებს ხალხის სამსახურში ყოფნას. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები. ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება“,-განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება პენსია, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობა 80% მდე გაიზრდება. ჩვენ 2014 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანები შევუძინეთ მაღალმთიანი აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა გაზრდილიყო სოფლის ექიმების მობილობა და პაციენტს დროულად მიეღო პირველადი სამედიცინო დახმარება. ასევე. 2020 წლისათვის საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება, აჭარიდან C-ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ბენეფიციართა ნაწილი ამ დაავადებისგან უკვე განიკურნა“, - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას „ქარული ოცნების“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics