22:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:40:16, 655 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა აქვს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

„საქართველო არის საზღვაო ქვეყნა. საქართველო თანდათან იმტკიცებს იმიჯს და იბრუნებს იმ ძალიან დიდი მნიშვნელობას სატრანზიტო ქვეყნის, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა. საქართველომ 2014 წელს განაახლა საზღვაოსერთიფიკატების საერთაშორისო აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა და საქართველო ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული უფლებამოსილი არიან იმუშაონ საერთაშორიო მასშტაბით. დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ყოფნა ბათუმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. დღეს რამდენიმე მემორანდუმზე მოეწერა ხელი, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics