2016-09-12 22:02:13, 1902 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების შედეგად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების შედეგად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი, მხარეებს აქვთ უფლება მოახდინონ რეაგირება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ამისთვის გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა
„სირიის არმიამ შვიდდღიანი „სიმშვიდის რეჟიმის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. ამასთან, უფლებას იტოვებს, მოახდინოს რეაგირება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა“, - წერია განცხადებაში.
"როიტერის" ინფორმაციით, წყაროები ადასტურებენ, რომ ასადის ოპოზიციაში მყოფი დაჯგუფებების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარს უჭერენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან