|
2016-09-12 13:09:45, 734 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: პირველი გადახტა უსუფაშვილი და მარგველაშვილს გაუპრავა ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს კვლავ აკრიტიკებს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, დავით უსუფაშვილს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია: "გაიხსენოს უსუფაშვილმა და "რესპუბლიკელებმა" მთლიანად გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის სპიკერი გახლდათ, როდესაც შემეკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება, მის თავმჯდომარეობაზე რას ვიტყოდი, არც კი მიფიქრია, რომ სხვა კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო, ისეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, რომ სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. 4 წელი გავიდა ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მეც კარგად ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს და კონსტიტუციონალისტს, თითი თითზე არ დაუდიათ, არაფერი გაუკეთებიათ 4 წლის განმავლობაში. ყველანი ვთანხმდებოდით, რომ საჯარო არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, როდესაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს დღეს, იქ პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს, არ უნდა მომხდარიყო საერთო სახალხო არჩევა პრეზიდენტის. ეს რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე შეთანხმებული ვიყავით. პრეზიდენტისთვის რომ ესიამოვნებინათ, იქნებ ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში, პირველი გადახტა უსუფაშვილი და გაუპრავა. კონსტიტუციაში ამ და სხვა კანონების დახვეწა არ აწყობდათ. იმიჯად არ მოუხდება ეს "რესპუბლიკურ პარტიას". პრეზიდენტი შესაცვლელი იყო სასწრაფოდ, პარლამენტს უნდა დაენიშნა. სახახლო არჩევა აბნევს პრეზიდენტსაც და დააბნია კიდეც, ნახეთ, როგორი დაბნეულია მთელი ამ ხნის განმავლობაში.აბნევს საზოგადობასაც. "რესპუბლიკელები" ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს. უნდოდათ პარტიის გამაგრება. როგორ ახსნიან იმას, რომ 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე კაცი იყო და თითი თითზე არ დაუდიათ. არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო საერთო სახელმწიფო საქმეები.ამიტომაც ვთქვი, რომ "რესპუბლიკური პარტიისთვის" სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და მთავრდება იქ, სადაც მთავრდება პარტია. თუმცა, პარტიას თავისი დამსახურებებიც აქვს, აღარ ჩამოვთვლი. ამიტომაც, "ქართულ ოცნებას" არ ყავს ალტერნატივა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება "მრეწველებს", ივანიშვილის შეფასებით, მათ პრორუსული კვალი დაედო. " ამიტომ ფავორიტებში "რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან" ვეღარ დავასახელებ",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)