10:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 13:01:06, 655 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლების გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით იგი ესტუმრა  ფრანგულ-ქართულ კლინიკას „კახეთი-იონი“. ასევე, შეხვდა ბაგა-ბაღების მენეჯერებსა და ვაჩნაძიანის, კალაურის სოფლების მოსახლეობას.

„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics