10:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 16:44:17, 713 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნება

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ელჩის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება უკვე   მიღებულია, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან.

„საქართველოს მომავალი ელჩი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ, ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ–თან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით. მინდა მასაც ვუსურვო  წარმატება მის მომავალ საქმიანობაში. ბატონ დავით ბაქრაძეს  გააჩნია როგორც ნატოს წვერ ქვეყნებში ელჩად მუშაობის გამოცდილება, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მისი პიროვნული თვისესებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics