23:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 13:24:45, 666 ნახვა

პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

"ქართული ოცნების" ინფორმაცით, ვალერი გელაშვილი ნარვანის, ქემფერის, წაბლოვანასა და ცედანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე გამახვილდა.

„მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით, თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი. ამჯერად იგი  ზემო რენის, ქვემო რენისა და კოდისწყაროს სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა.

„მე ვამაყობ იმ ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით, რაც დაისახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, დღეს დაცულია თქვენი ღირსება და უფლებები. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics