16:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:16:30, 695 ნახვა

საზოგადოება
ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაღში ქვაფენილი დაიგო, ბორდიურები მოეწყო, შადრევანი განახლდა და მრავალწლოვან ხეებს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბაღში ასევე საბავშვო გასართობი კუთხე მოაწყო. იწყება რულონური გაზონის დაგება. 

„მაიაკოვსკის ბაღის აღდგენა ამ წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროექტის განხორციელებას. სკვერი აღდგება მთლიანად, ეწყობა მწვანე საფარი, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, რომელიც თითქმის დასრულებულია, კეთდება ასევე სარწყავი სისტემა. შემოდგომისთვის აქ დაირგვება მცენარეები. უახლოეს ორ კვირაში დასრულდება ყველა ძირითადი სამუშაო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, სკვერის რეაბილიტაციისათვის 480 ათასი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics