15:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:29:55, 888 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი: დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა

ხანდახან მეჩვენება, რომ "ცისფერი მთები" ელდარ შენგელაიამ დავით ნარმანიაზე და თბილისის მერიაზე გადაიღო, შაბიამნის პარტიაში არიან, კაციშვილმა არ იცის რა ფუნქცია აქვთ, რისთვის არიან, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს მერია დღეს არსებობს ფურცელზე და საბუღალტროაღრიცხვაში.

„მე დღეს ნარმანიასთან კითხვები არ მაქვს. მაქვს ერთადერთი რჩევა, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს. აღიარება არის ყველაზე დიდი ვაჟკაცობა. ნარმანიას გუშინელი ბოდიში იყო მისაღები და დასაფასებელი საქციელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ მესამედი საქმე. მეორე მხარეც აქვს ამას, რაც უფრო გააჯანჯლებსნარმანია ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო სამარეს გაუთხრის „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

მისივე თქმით, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა. 

"ნარმანია დგას დიდი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნო პერიოდში საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. პარტიის ყველა მაჟორიტარი წააგებს ნარმანიას გადამკიდე“, - განაცხადა ელისაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics