|
2016-08-25 13:25:03, 1522 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ობიექტებს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი არ ჰქონდა
საქართველოს მთავარი პროკურატურა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2015 წლის 4 აპრილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიყვანა თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. მათივე ცნობით, გოდერძი ორმოცაძე მაშინ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუმცა, პროკურატურის ცნობით, ობიექტებს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მინიჭებული არ ჰქონდა: "საქართველოს პროკურატურის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2015 წლის 5 აპრილს დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იმავე წლის 4 აპრილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიყვანა თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დ.ებრალიძის 2015 წლის 15 ივნისის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის (სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო) შესაბამისად გოდერძი ორმოცაძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე მომზადებული 2015 წლის 17 სექტემბრის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 2015 წლის 28 სექტემბერს დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება და მასალები ჩაბარდა თავდაცვის სამინისტროს არქივს. შემოწმების მასალები ან მასში მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში არ გადმოგზავნილა. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებისა და პროკურატურის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ობიექტებს, სადაც იმყოფებოდა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი, არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი და აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება სათანადო ნებართვის შემთხვევაში ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტული სამხედრო ობიექტების შესახებ. "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი. ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის სამხედრო ობიექტების დასაიდუმლოების კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტი. ამრიგად მედიით გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ 2015 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის მიერ აღნიშნულ ფაქტზე არ იქნა დაწყებული გამოძიება",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)