12:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 14:07:10, 686 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მთავარია, გამოძიებამ უპასუხოს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან

რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.  ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჭიროა საზოგადოებამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან და დაელოდოს გამოძიებას. 

”ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა. რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან. მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ სამალავები აღმოაჩინეს და მზადდებოდა ტერორისტული აქტები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო წინასწარი მზადება აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რაც მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს უუნარობა და სუვერენიტეტის გაუკონტროლება. ახლა საჭიროა მთელი სპეცსამსახურები გადართულები იყვნენ, რომ გამოავლინონ, ვინ იდგა დანაშაულის უკან. საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს კარგი სპეციალისტები ჰყავს და შეუძლია რეგიონში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კარგი თანამშრომლობა. თუმცა ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდნენ’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics