09:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 15:57:30, 845 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 58 მისამართზე 60 სხვადასხვა სახის სამუშაოა დაფინანსებული

 
2016 წლის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 58 მისამართზე დაფინანსებულია 60 სხვადასხვა სახის სამუშაო. სამუშაოების საერთო ღირებულება 2 98 475,51 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განხორციელდა 14 სადარბაზოს შიდა რემონტი, საერთო თანხით 229 452,10 ლარი, 16 სადარბაზოს კარის მონტაჟი, საერთო თანხით- 23 965.64 ლარი. ასევე, 14 სადარბაზოს სენსორული განათება, საერთო თანხით -22 311.96 ლარი. 

გარდა ამისა, გაკეთდა 2 სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის რემონტი, საერთო თანხით- 2 584.12 ლარი, 5 სადარბაზოს კიბის აღდგენა, საერთო თანხით -16 842,46 ლარი, 9 მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნა, საერთო თანხით- 3 319,23 ლარი.

ამასთან, 2016 წლის განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 45 მისამართზე დაფინანსებულია 52 სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაო, რომლის ღირებულებაც 826 650,53 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას  გიორგი ბაგრატიონი გაეცნო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics