|
2016-08-17 19:15:07, 813 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურში შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩოხატაურს ესტუმრა, სადაც „შენი ხმა ჩვენი მომავალია" ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელშიც გურიის ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვა ივლიტა ჯიბუტის შესახებ საუბრით დაიწყო. ახალგაზრდებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში სტუდენტების პირისპირ შეხვედრების შედეგად ამომრჩევლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე. სტუდენტებმა პრეზიდენტს თავიანთი გამოცდილების შესახებაც უამბეს. საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო პროგრამებისა და პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელობა, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ამომრჩეველთა მოტივაციაზე, იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა - არჩევნებში მონაწილეობით მოიპოვებთ უფლებას, მოსთხოვოთ პოლიტიკოსებს თავიანთი მოვალეობის, წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. „არჩევნები ეს არის შენი სამშობლოს ფორმირების პროცესი, ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო, იმისათვის, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)