|
2016-08-16 13:59:47, 752 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ნინო ბურჯანაძისა და მოქალაქეების განცხადებაში პირდაპირ ოკუპაციის დაკანონების მცდელობა არ ჩანს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ნინო ბურჯანაძისა და მოქალაქეების განცხადებაში, კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერასთან დაკავშირებით, ოკუპაციის დაკანონების მცდელობა არ ჩანს. თუმცა, სუბარის თქმით, ბურჯანაძის სურვილი ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება. „მათ განცხადებაში არ ჩანს პირდაპირ ოკუპაციის დაკანონების მცდელობა. ერთია ადამიანს რა სურვილი შეიძლება ჰქონდეს, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე გადაგვასახლოს, მაგრამ ესაა სურვილი და მეორე, რას ამბობს ის საჯაროდ. როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას სურს, საქართველო იხილოს უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანად, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ეწინააღმდეგება დღეს ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოხატულ ნებას პლებისციტები, თუ გამოკითხვებში, ეწიონააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომელიც არის სწორედ საქართველოს მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური პოზიცია და არა პრაქტიკულად ოკუპაციის დაკანონება, რაც იკვეთებოდა რეკლამებში, რომლის გაშვებაც აიკრძალა. საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი არის შეუქცევადი და ეს არის ქართველი ხალხის ნება. რაც შეეხება გავწევრიანდებით თუ ვერა, ან როდის გავწევრიანდებით, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს არჩევანზე. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როდის იქნება ევროკავშირი მზად, მიგვიღოს ევროკავშირში, როდის იქნება ნატო მზად, რომ მიგვიღოს ნატო-ში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)