06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 16:14:35, 1186 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ქართველო ბიზნესმენებო, თუ ხართ თავისუფლები, „პატრიოტთა ალიანსისთვის" შემოწირულობები გაიღეთ

ირმა ინაშვილის განცხადებით, დაფინანსება, რომელსაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" იღებს, საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად საკმარისი არაა.

პარტიის გენერალური მდივანი ბიზნესმენებს მოუწოდებს, "პატრიოტთა ალიანსისთვის"  შემოწირულობები გაიღონ:

"ჩვენ, როგორც კვალიფციური პარტია, ერთის მხრივ   სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვფინანსდებით. ცხადია, ეს დაფინანსება  არ არის საკმარისი, მითუმეტეს წინასაარჩევნო და საარჩევნო რეჟიმში, როდესაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი აქვს  არაერთ პარტიას, თუნდაც სახელისუფლებო პარტიას,  სხვა პარტიებს. ეს- დაახლოებით 30 000 ლარი, არაა საკმარისი, წარმართონ  საარჩევნო კამპანია.  ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აღარაა წნეხი, ტერორი, ჩვენ ვართ თავისუფლები. ქართველო ბიზნესმენებო, თუ ხართ თავისუფლები, და დიდი იმედი მაქვს, რომ  ხართ,  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის" შემოწირულებები გაიღეთ. ჩვენ  საჯაროდ და ღიად გადაგიხდით მადლობას. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტიაა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში.  ყველამ იცის, რომ ჩვენ რამდენჯერმე ვლახავთ ბარიერს. ამიტომ, ამაში არაფერია დასამალი, შემოგვწირეთ საარჩევნოდ თქვენი შემოწირულობა და ჩვენ საჯაროდ გადაგიხდით მადლობას",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics