13:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 17:48:29, 824 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ქუვეითის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ქუვეითის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ალ სეჰაიანთან (Mubarak Al-Sehaijan) გამოსამშვიდობებებილი შეხვედრა გამართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა ასევე საქართველოსა და ქუვეითს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები, მათ შორის ურთიერთვიზიტების განხორციელება და სამართლებრივი ბაზის განვითარება განიხილეს. 

ქუვეითის მხარემ კიდევ ერთხელ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics