03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 13:35:08, 703 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი საქართველოში მოიწვია

 საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც  31-ე ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიღების ფარგლებში,გიორგი მარგველაშვილი კანადის გენერალურ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

დევიდ ჯონსტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, ქართულ-კანადური სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და კანადური მხარე გაზრდის საკუთარ როლს საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.

რეგიონული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, უსაფრთხოების და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გარდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics