01:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 12:34:27, 1956 ნახვა

მსოფლიო
აშშ თურქეთისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების თურქი იმამის ფეთჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემას არ აპირებს.

THE WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, აშშ და თურქეთი გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გუშინ გასცა.

ANADOLU-ს ცნობით, თურქეთის ხელისუფლება  შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს - ფეთჰულა გიულენს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშულებს.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გიულენის მხარდამჭერად დასავლურ პოლიტიკურ სამყაროს ასახელებს და მას ტერორიზმის ხელშემწყობს უწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics