02:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 22:21:37, 928 ნახვა

საზოგადოება
ლაგოდეხში იუსტიციის სახლი გაიხსნა

დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ლაგოდეხის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეთვრამეტე ფილიალი ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ლაგოდეხშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ლაგოდეხის მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს. გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა დავით შანის და ბენდის კონცერტი.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 760 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ზაქათლის ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეექვსე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 2 ქალაქში - ონსა და ახალქალაქში.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ლაგოდეხში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics