22:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:18:03, 734 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური კვლევებზე: ჩვენ არჩევნებზე 10%-ზე ნაკლებს არ ავიღებთ

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გამოკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.

„ჩვენი პარტია კვლევებში ნახსენები რომ არ არის, ამაშია მთელი უბედურება.  გამოკითხვა, თავისდაუნებურად, შეთანხმებულია და ეს შედეგები ხელს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს. მათ სურთ, მოსახლეობას ჩაუნერგონ, რომ თითქოს, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს თავის სატელიტებით და ყველა, თითქოს, ნატო-ზე ორიენტირებულია და სხვა არც პოლიტიკური ძალა და არც სხვა გემოვნების ამომრჩეველი არ არსებობს. ჩვენ არჩევნებზე არანაკლებ 10%-ს ავიღებთ“, - აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics