22:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 13:35:14, 696 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ

პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.

როგორც ბესელია აცხადებს, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა კვლევის მიხედვით 60%-მდეა, რაც ნიშნავს, არჩევნებზე სხვა შედეგები დაფიქსირდება.

„მე ყურადღებას მივაქცევდი იმას, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ეს კარგი მაჩვენებელია, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით 60%-მდეა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნებზე დაფიქსირდება. შესაბამისად პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მაჩვენებელია, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ეს არის ფრთხილი ამომრჩეველის კატეგორია. ვფიქრობ, როცა გაანალიზდება რეალობა, საბოლოოდ მხარს „ქართულ ოცნებას" დაუჭერს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics