22:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 11:18:45, 717 ნახვა

პოლიტიკა
NDI - იმ გამოკითხულებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 26% კი - "ნაციონალურ მოძრაობას“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, რესპოდენტთა 67%-მა განაცხადა, რომ მიიღებდა, 33%-მა კი, აღნიშნა, რომ  სავარაუდოდ, არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics