01:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:56:09, 1796 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ეკლესიაზე თავდამსხმელი მეორე პირის ვინაობა დაადგინა

საფრანგეთის პროკურატურამ ნორმანდიის ეკლესიაზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პირის ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება დე-ენ-ემის ანალიზზე დაყრდნობით იტყობინება, ის საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოგეზის რეგიონის მკვიდრი, 19 წლის აბდელ მალიქ პეტიჟანია.

მედიის ინფორმაციით, პეტიჟანი რადიკალთა სიაში იყო. ეკლესიაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მას პოლიცია ეძებდა.

ცნობისთვის, აბდელ მალიქ პეტიჟანი და კიდევ ერთი თავდამსხმელი, 19 წლის ადელ ქარმიში სამართალდამცველევბმა მოკლეს. ქარმიში პრობაციონერი იყო. ის 2015 წელს დააკავეს, როდესაც ახალგაზრდა სირიაში ყალბი საბუთებით ჩასვლას ცდილობდა. ადელ ქარმიში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ის ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა და პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ორივე თავდამსხმელი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს დანებით შეიარაღებული ორი მამაკაცი ნორმანდიის ქალაქ სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეს ეკლესიაში შეიჭრნენ. მათ 5 მძევალი აიყვანეს. მალევე პოლიციამ განაცხადა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა 84 წლის მღვდელს ყელი გამოჭრეს და კიდევ ერთი მძევალი მძიმედ დაჭრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics