01:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:13:38, 557 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 70–იანი წლების რეგულაციებით ხელმძღვანელობდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შეფასებით,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 70–იანი წლების რეგულაციებით ხელმძღვანელობდა.

სასჯელაღსრულების სიტემაში მიმდინარე რეფორმებით კი, მინისტრის თქმით, უწყება ევროპულ სტანდარტებზე გადადის.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მინდა გითხრათ, რომ ჩემ უშუალო დაქვემდებარებაშია, და უშუალოდ მე ვარ მისი კურატორი, 100%–იან ინფორმაციას ვფლობ და თანამშრომლობის რეჟიმში ვართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ჩემი დანიშვნის შემდეგ დაახლოებით ხელმძღვანელობის 95% , როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის , ისე დაწესებულებებში შევცვალე. მიზეზი კი იყო ის, რომ დღემდე, 60–70–იან წლებში დაწერილი, გაურკვეველი რეგულაციებით ხელმძღვანელობდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, იყო მოძველებული სისტემა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა.  დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა შველა და ჩვენ, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ ამ რეფორმის შემდეგ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში.  

ცნობისთვის, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გადაკეთდება. 
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics