|
2016-07-26 09:38:28, 1178 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით. გუშინ პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში. ვითარებაში გარკვევის მიზნით მთავარი პროკურატურის მიერ შს სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ პოლიციელების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა შს სამინისტროს პრესსამსახურის საჯარო განცხადებითაც. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი. ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გ. პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე, ასევე, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გ. პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება, პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)