22:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 16:53:11, 1623 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი

მიუნხენის პოლიციის უფროსის ჰუბერტუს ანდრეს განცხადებით, 18 წლის თავდამსხმელსა და ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შორის აშკარა კავშირი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმელი „გლოკის“ ტიპის პისტოლეტით და 300 ტყვიით იყო შეიარაღებული.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ეთნიკურად ირანელი თავდამსხმელი მიუნხენში დაიბადა. ის ფსიქიკურად დაავადებული იყო.

როგორც BBC -ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელს Facebook-ის ყალბი პროფილი ჰქონდა გაკეთებული, რომლითაც ის ხალხს იმ ტერიტორიაზე ეპატიჟებოდა, სადაც შემდგომ თავდასხმა განახორციელა.

მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“. გერმანიაში გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics