17:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 15:58:30, 701 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიზანია იყოს სიმშვიდე და ადამიანებმა არ ისუნთქონ პოლიტიკით

„ჩვენი მიზანია იყოს სიმშვიდე და ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ქვეყანა დამშვიდდეს.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში შეძლო  და ადამიანებს თავისუფლება მისცა.

„პარლამენტმა უკვე მიიღო საწყისი პაკეტი კანონდებლობის და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერ ამას, რათა თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, თითოეულ ოჯახში მივიდეს სიმშვიდე და თითოეულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც სამწუხაროდ არის დღეს. ჩვენ გვინდა სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, დახვდეს შვილი, რომელიც ეტყვის, რომ დედამ უყიდა ახალი ჩანთა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სასიამოვნო სურნელი სადილის, იყოს სიმშვიდე, ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით. აღარ უყურებდნენ იმას როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს და იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, იცხოვრონ ხვალინდელი დღით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებული იმითი, თუ ვინ აჯობებს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ დებატებში და რომელი უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics