19:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 18:22:52, 1732 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სრულად აღადგინა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სრულად აღადგინა. 
ბოლო მონაცემებით, სამხედრო გადატრიელების მოწყობის მცდელობის ბრალდებით, 6 000-მდე ადამიანია დაკავებული.  ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  გაქცეულია ამბოხის  მცდელობაში მონაწილე პირთა ნაწილი. 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს მკვლევარისა და სასულიერო ლიდერის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს.

სამხედრო გადატრიალებასთან მკვლევარის კავშირის შესახებ პირველი განცხადებები თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გუშინ  დღის განავლობაში გაკეთდა.

ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თურქეთიდან დევნილია სწორედ ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობების გამო. 

თავად ფეთჰულაჰ გიულენი აცხადებს,  რომ სამხედრო გადატრიალების ინსცენირება თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოაწყო.

თურქეთის პრემიერის პირველი ოპონენტი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობას, ან ლიდერობას და აცხადებს, რომ იგი სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღებას სულ ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება აშშ-ს, ის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან  ამერიკის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჯონ  კერის თქმით,  გადატრიალების მცდლეობაში  ვაშინგტონის  როლზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. ჯონ კერიმ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მორიგ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს. კერის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს  თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ  ხელისუფლებას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ  ანკარას მოუწოდებს, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს.

განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც და თურქეთში  დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics