15:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 16:17:04, 1148 ნახვა

სამართალი
ირაკლი მინდელი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს

ადვოკატ თეიმურაზე ჟღამაძის განცხადებით, შპს "ცენტრ პოინტი აჭარის" დირექტორ ირაკლი მინდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წაუყენეს და მას ჯგუფურად, დაახლოებით 18 მილიონი ლარის მითვისებას ედავებიან.

მისივე თქმით, ირაკლი მინდელი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

"საქმის მასალებს არ ვიცნობ. არ გადმოუციათ. 6 საათზე ვარ დაბარებული, მაშინ როდესაც ბრალის წაყენებისთანავე უნდა მოეცათ მასალები. ირაკლი მინდელს ფინანსებთან შეხება არ ჰქონია. წარდგენილი ბრალი უკავშირდება გუკა რჩეულიშვილის დირექტორობის პერიოდს", - განაცხადა თეიმურაზ ჟღამაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მინდელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 48 საათში უნდა განიხილოს. ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შეფარდებას შესთავაზებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics