10:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 16:14:28, 669 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა მდინარე აბაშისწყალში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა

გიორგი კვირიკაშვილმა მდინარე აბაშისწყალში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა ასევე მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახსაც მიუსამძიმრა, რომელიც ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონში სამი დღის წინ მოხდა. 18 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო. აბაშისწყალში ასევე მაშველი დაიხრჩო, რომელიც მიხეილ ბერიშვილის გადარჩენას ცდილობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics