08:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:36:09, 685 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად დაცული იქნება

„ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო  მეტად დაცული იქნება“,-ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრმა დავით ბარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური თავალსაზრისით, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა წევრობისთვის მოემზადოს.

„ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო  მეტად დაცული იქნება, რადგანაც ის პრაქტიკული მიზნები, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, უკავშირდება სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას. პოლიტიკური თავალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ წევრობისთვის მოემზადოს.ეს არის მნიშვნელოვანი  გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომა სამიტის  ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად  სამიტის ფარგლებში, გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას.ეს იქნება  ბევრად მოცულობითი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, საქართველოს  საკითხი ასევე იქნება ასახული როგორც აქამდე იყო, საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს, გაუსვამს ხაზსს“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics