05:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 15:16:00, 558 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: ჩვენ და უკრაინელებმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენეთ

ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებსა და ზოგად ვითარებაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, კომიტეტზე ქართულმა და უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს.

"საუბარი იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებსა და იმ ვითარებას ეხებოდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზეა. რა თქმა უნდა დღეს მთავარი პრობლემა მიგრაცია და მიგრანტთა პრობლემებია ევროპაში. ჩვენ და უკრაინელებმაც შევახსენეთ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ, ნორმალური ცხოვრების უფლება და სიცოცხლის უფლებაც კი. ამ კონტექსტში, მე გავიხსენე ჩვენი თანამემამულის გიგი ოთხოზორიას მკვლელობის ამბავი. მოწოდება ის არის, რომ ეუთოს წევრი ყველა ქვეყანა მეტად იყოს ჩართული, იმისათვის რომ ერთობლივი ძალებით დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება. რუსული დელეგაციის თავმჯდომარის ნიკოლაი კოვალიოვის თქმით, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპაციად, იმას რაც ხდება. 

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics