02:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 11:35:19, 698 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ბიგვავა: „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, ენმ-ს რეიტინგი 13%-მდეა, „ოცნების“ კი, 35%-ს შეადგენს

სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.

როგორც ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერ გიორგი კვირიკაშვილს 42%-აინი რეიტინგი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძეს 21% .

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგი გიაზარდა და გამყარდა.

სოციოლოგის თქმით, „ქართული ოცნების“ ეს რეიტინგი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ შემცირებული.

გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება გაიმარჯვებს.

ამასთან, როგორც ბიგვავამ განაცხადა, ეს არ არის "ქართული ოცნების" საბოლოო რეიტინგი, რადგან პარტიას საარჩევნო  კამპანია ჯერ არ დაუწყია.

ცნობისთვის, სოციოლოგიური კვლევის დროს 1500 ადამიანი გამოიკითხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics