|
2016-06-28 10:28:11, 608 ნახვა
საზოგადოება
NBA-ის კალათბურთელმა N16 დაწესებულების მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა
NBA-ის კალათბურთელმა ზარკო ცაბარკაპამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კალათბურთელმა მსაჯვრდებულებთან ერთად დაწესებულების რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში ითამაშა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. როგორც ზარკო ცაბარკაპამ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შანსი მსჯავრდებულებთან ეთამაშა. ,,მშვენიერი საკალათბურთო დარბაზია და კარგია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ სპორტით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მათთან თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა და მოხარული ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა“, -განაცხადა ზარკო ცაბარკაპამ. N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრობისას კალათბურთელმა მინიფეხბურთის მოედანი, სასადილო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნების ოთახები და მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, სპორტსმენის მსჯავრდებულებთან შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს ( INL) ორგანიზებით განხორციელდა. მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კალათბურთელთან შეხვედრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)