22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 12:33:57, 691 ნახვა

საზოგადოება
ჯემალ ჭკუასელი საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯემალ ჭკუასელმა ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერაზე, ასევე ფოლკლორსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს სტუმარს და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს სხვადასხვა საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებზე დასწრების საშუალება.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics