11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 12:54:32, 1336 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი და მერკელი საგანგებო განცხადებებს გააკეთებენ

საფრანგეთსა და გერმანიაში მთავრობების საგანგებო სხდომები იმართება, რომელიც ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ეძღვნება. სხდომების დასრულების შემდეგ დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საგანგებო განცხადებები. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. საგანგებო სხდომაზე დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგები განიხილება. როგორც ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამია, უახლოეს დროში ფრანსუა ოლანდი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. როგორც მოსალოდნელია, გერმანიის ლიდერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე გააკეთებს “ბრექსითთან” დაკავშირებით განცხადებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics