21:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:01:42, 623 ნახვა

პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი

„მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი“, - ამის შესახებ  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  თანაშემწის მოადგილე  ბრიჯიტ ბრინკმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური გზა მედიაში აზრთა სხვადასხვაობის შენარჩუნებას ეფუძნება.

ბრიჯიტ ბრინკმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე  და  სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზეც  ისაუბრა.

„ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწარფებებს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ოქტომბრის არჩევნები როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრებმა, აღვნიშნეთ წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფალია ძალადობისა და დაშინებისგან. მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა ამ შედეგის უზრუნველყოფა. შევამჩნიეთ, რომ    კვლავ აქტუალურია „რუსთავი 2“-ის საქმე. საქართველოს ევროატლანტიკური გზა ეფუძნება მედიაში აზრთა სხვადასხვაობის შენარჩუნებას. ჩვენ ხაზი გავუსვით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიის განვითარებისთვის და მხარი დავუჭირეთ სასამართლო რეფორმის მესამე  ფაზაზე გადასვლას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციულ მიდგომას და ტონს წინასაარჩევნო პერიოდში და მის მოწოდებას, რომ პოლიციამ უზრუნველყოს წესრიგი, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენი დელეგაცია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დიდი ხნის მხარდამჭერია“,-განაცხადა ბრინკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics